Posts

Showing posts from December, 2025

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები — რას ამბობს სტატისტიკა და როგორია სახელმწიფოს მიდგომა

Image
ავტორი: ლიზა ლასარეიშვილი  არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა მზარდია. 18 წელს მიუღწეველი მოზარდები, სავაჭრო ობიექტების და მანქანების გაქურდვაში, ძალადობაში და ვანდალიზმში ყოველ წლიურად უფრო ხშირად არიან მხილებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალების თანახმად, მხოლოდ 2025 წელს, ინვარიდან ოქტომბრამდე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის, 14-დან 17-წლამდე 643 პირი დააკავეს. დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. ეს მაშინ როცა გენერალური პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, 2022-24 წლებში დანაშაული 496-მა არასრულწლოვანმა ჩაიდინა. 14-დან 18 წლამდე პირებს შორის დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური დანაშაულის კატეგორიაში ფიქსირდება, რომელიც საქართველოში ქურდობასა და თაღლითობას მიეკუთვნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი დანაშაულების მაჩვენებელი გაორმაგდა. მეორე ადგილზეა ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის ძალადობა, მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სიმძიმის ზიანის მიყენება. მესამე ადგი...